ლავროვი – ამერიკელებმა იციან, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, ამ წითელ ხაზებს ნუ ეხუმრებიან

Published:

შეერთებულმა შტატებმა ძალიან კარგად იცის, სად გადის რუსეთის წითელი ხაზები, მათთან არ უნდა იხუმრონ, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ შეერთებული შტატები გეგმავს უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდოს.

„ამერიკელებმა უკვე გადალახეს ის ზღვარი, რომელიც თავად მოუნიშნეს თავიანთ თავს. მათ აქეზებენ და ზელენსკი, რა თქმა უნდა, ხედავს ამას და სარგებლობს. ვინც ჩვენს წითელ ხაზებს ეხუმრება, არ უნდა ეხუმრებოდეს, მათ მშვენივრად იციან, სადაც გადის ის“, – განაცხადა ლავროვმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img