აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და „რესპუბლიკელების“ საპრეზიდენტო კანდიდატი, დონალდ ტრამპი ABC News-ის მოდერატორებს სატელევიზიო დებატების დროს მისი მეტოქის, კამალა ჰარისის მიმართ მიკერძოებულობაში ადანაშაულებს.
“ვფიქრობ, რომ ეს იყო ჩემი საუკეთესო დებატები, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ეს იყო სამი ერთის წინააღმდეგ!” , – წერს ტრამპი TRUTH Social-ში.
შეგახსენებთ, კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის სატელევიზიო დებატები გაიმართა, რომელსაც ABC News-მა უმასპინძლა.