კალაძე – 26 ოქტომბერს საზოგადოება პასუხს გასცემს რადიკალიზმს

Published:

„ეს არის იმ ლიბერალურ-ფაშისტური გამოხმაურების გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო წლების განმავლობაში ყოველდღიურად ვხედავთ სხვადასხვა პოლიტიკოსისა და მათი მხარდამჭერების, ასევე, კონკრეტული ტელევიზიის მხრიდან“, – ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში კანდიდატებად წარდგენილი სპორტსმენების ბულინგთან დაკავშირებით. 

„ამ ადამიანებმა ვერ ისწავლეს ჭკუა. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ყველას აჩვენებდნენ, როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი, დღეს კი უკვე გვაჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. რადიკალიზმს, ბოროტებას საზოგადოება 26 ოქტომბერს გასცემს პასუხს. საქართველოში, მით უმეტეს, ქართულ პოლიტიკაში, არ არის ადგილი ბოროტების და იმ ძალების, რომლებიც თავანთი გადადგმული ნაბიჯებით ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას, არიან მოღალატეები, აგენტები. ასეთი ადამიანების ადგილი არა თუ ქართულ პოლიტიკში, ზოგადად, ქვეყანაში უნდა იყოს პრობლემა და საზოგადოებას აქვს კიდეც ასეთ ადამიანებთან შესაბამისი დამოკიდებულება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img