„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს უცნობი პირები დაუპირისპირდნენ

Published:

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ფრთის წევრებს გვიან ღამით უცნობი პირები დაუპირისპირდნენ, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, კოალიციის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები სააგიტაციო მასალას ავრცელებდნენ, რა დროსაც რამდენიმე პირმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე, ხელისშეშლა სცადა.

როგორც „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის წევრი, ამირან ნატრიაშვილი აღნიშნავს, მათ თავს წინასწარ ორგანიზებული „ქართული ოცნების” „ზონდერების ჯგუფი დაესხა“.

„ჩვენ დავურეკეთ ჩვენს მეგობრებს და როდესაც ისინი მოვიდნენ, ეს ადამიანები ისევ უკან დაბრუნდნენ. ამის შემდგომ სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენეს, რომ „რა მაისურები გაცვიათ, ვის უჭერთ მხარს“. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები „ოცნების” ზონდერები იყვნენ, ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც პირდაპირ მობილიზებული იყო იმისთვის, რომ ჩვენს მიმართ განეხორციელებინათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობა“, – განაცხადა ნატრიაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img