პერუს ყოფილი პრეზიდენტი, ალბერტო ფუხიმორი 86 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფუხიმორი სიმსივნეს ებრძოდა.
წარმოშობით იაპონელი ალბერტო ფუხიმორი 1990-2000 წლებში იყო პერუს პრეზიდენტი. ალბერტო ფუხიმორის ათწლიანი მმართველობის დროს პერუში ორი ამბოხება მოხდა.
2 000 წელს ფუხიმორმა საპრეზიდენტო არჩევნები მესამე ვადით მოიგო, რაზეც ოპოზიციამ განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. ამავე წლის ბოლოს ფუხიმორმა პერუ დატოვა და იაპონიაში გაემგზავრა.
2009 წელს პერუს სასამართლომ ალბერტო ფუხიმორს კორუფციისა და ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
2017 წელს პერუს პრეზიდენტმა პედრო პაბლო კუჩინსკიმ ალბერტო ფუხიმორი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეიწყალა. ფუხიმორმა საპატიმრო 2023 წლის დეკემბერში, 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა.