ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი გაიმართა

Published:

ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ ფარგლებში მედიაწიგნიერების ფესტივალი ჩატარდა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მედიაწიგნიერების თემაზე მომუშავე აქტორების ერთ სივრცეში გაერთიანებას და მათთვის „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ განხორციელებული მედიაწიგნიერების პროექტის შედეგების გაზიარებას.

ღონისძიებას სხვადასხვა სახელმწიფო უწყების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, პეტრ კუბერნატი დაესწრო.

მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ, PIN საქართველოს მისიის ხელმძღვანელი კელლი კრისტინა ჰაინსი, ჩეხეთის ელჩი – პეტრ კუბერნატი, ჩეხეთის საელჩოს წარმომადგენლები.

„ღონისძიება სამი პანელისგან შედგებოდა. პირველ პანელზე დრო დაეთმო პროექტის პრეზენტაციას და OWIS-ის (One World in Schools) მეთოდოლოგიის გაცნობას, რაც გულისხმობს სწავლებას დოკუმენტური ფილმების მეშვეობით, რაც უკვე ათეული წელია წარმატებით გამოიყენება ჩეხეთის რესპუბლიკაში, ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში. გარდა ამისა, პროექტის მონაწილე, ქვემო-ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში მცხოვრებმა ახალგაზრდებმა დამსწრე აუდიტორიას გააცნეს მათ მიერ განხორციელებულ მედია-ინიციატივები.

მეორე პანელზე, აუდიტორიას საშუალება ჰქონდა ენახა დანიის კინოპროდუქტი, ნიკოლაას ვეულის ფილმი „გამო(მ)იწერე,“ რომელიც “ინსტაგრამსა” და ყალბი გამომწერების შესახებ გვიყვება. ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა განხილვა და დისკუსია.

მესამე პანელზე მოწვეულ სტუმრებთან ერთად, მიმოიხილეს მედიაწიგნიერების სხვადასხვა საკითხები და მედია-გარემო საქართველოში, რა გამოწვევები და მიღწევები გვაქვს ამ მიმართულებით და რა როლი აქვს ციფრული უნარების დანერგვას სასკოლო განათლებაში.

პროექტი „მედიაწიგნიერება დემოკრატიული და მდგრადი საზოგადოებისთვის საქართველოში“ განხორციელდა ჩეხური ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“-ის მიერ ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, რადიო მარნეულთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img