სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია გაიმართება.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პარიზის პარალიმპიურ თამაშებზე მიღწეულ წარმატებებს ქართველ პარასპორტსმენებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი შერაზ გასრი მიულოცავენ.
პარალიმპიელების დახვედრის ცერემონია სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში 18:00 საათზე დაიწყება.
პარალიმპიადიდან ქართველი პარასპორტსმენები ცხრა მედლით დაბრუნდნენ.