სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების  შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

Published:

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, საქართველოს მოქალაქის ეჭვის საფუძველზე, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, მალულად განთავსებული, დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 733 გრამი) გამოვლინდა.

„არადეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულებამ 93598.05 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img