საპარლამენტო ოპოზიცია არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება

Published:

საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება.

პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ბოიკოტის შესახებ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფისა და ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა ცნობად მიიღო. პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომას არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.

„წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, სადაც ისინი არ დადიან – ცოტა გაუგებარია, რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img