ზამთარში გერმანია უკრაინას დახმარების სახით დამატებით 100 მილიონ ევროს გამოუყოფს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა.
„რუსეთი კვლავ გეგმავს „ზამთრის ომს“ იმ მიზნით, რომ უკრაინელების ცხოვრება რაც შეიძლება მძიმე გახადოს“, – განაცხადა ბერბოკმა.
„როიტერის“ ცნობით, რუსეთმა უკვე განახორციელა მასშტაბური თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ელექტროსადგურებზე, რის გამოც ქვეყნის ზოგიერთ ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.