გასულ ღამეს ზაპოროჟიეს ოლქზე რუსების თავდასხმის შედეგად სულ მცირე 2 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი ივან ფედოროვი ავრცელებს.
ფედოროვის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში აფეთქებები დაფიქსირდა, მოგვიანებით კი რუსეთი თავს დაესხა რეგიონის კომიშუვახას თემსაც. შედეგად დაზიანდა რამდენიმე სახლი და ინფრასტრუქტურა.
ამ დროისთვის, სამაშველო ჯგუფები ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ და ზარალს ითვლიან.