FIFA-მ ახალი მსოფლიო რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა და 4 საფეხურით დაწინაურდა.
ვილი სანიოლის გუნდი ამჟამად 66-ე საფეხურს იკავებს. სექტემბერში “ჯვაროსნებმა” 2 შეხვედრა გამართა: ჯერ თბილისში ჩეხეთს 4:1 სძლიეს, შემდეგ კი ტირანაში ალბანეთი 1:0 დაამარცხეს.
მსოფლიო რეიტინგის ხუთეული უცვლელია – არგენტინა, საფრანგეთი, ესპანეთი, ინგლისი და ბრაზილია.