საზონოვი ტრავმის გამო, სავარაუდოდ, 6 თვეს მაინც გამოტოვებს

Published:

საბა საზონოვის ტრავმა უფრო მძიმე გამოდგა, ვიდრე თავიდან ვარაუდობდნენ და „ემპოლის“ ქართველ მცველს იძულებითი დასვენება საკმაოდ დიდხანს მოუწევს, – ინფორმაციას Mondosportivo ავრცელებს.

„სამწუხაროდ, ტრავმას, რომლის გამოც საზონოვი გასულ კვირას ყურადღების ცენტრში მოექცა, უფრო სერიოზული შედეგები მოჰყვა, ვიდრე თავდაპირველად ეგონათ. როგორც ჩანს, „ემპოლის“ ქართველი მცველი მოედანს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდება.

„ემპოლიმ“ დაამტკიცა, რომ ჩემპიონატის პირველი ნაწილის ძალიან ღირებული გუნდია. ბოლო ტურში „იუვენტუსთან“ მატჩი ფრედ დაასრულა. მანამდე კი „სტადიო ოლიმპიკოზე“ „რომა“ დაამარცხა. თუმცა, ახლა გუნდს რთული მომენტი დაუდგა, რადგან მხოლოდ საზონოვი არაა ტრავმირებული.

„ემპოლის“ ცნობით, საზონოვის ტრავმა მოსალოდნელზე ბევრად სერიოზული აღმოჩნდა. ის „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ, 15 სექტემბერს, დილით გამართულ ვარჯიშზე დაშავდა. ეს ამბავი ტოსკანური გუნდის ყველა გულშემატკივრისთვის უსიამოვნო მოსასმენი გახდა. ახლა ირკვევა, რომ საბა საზონოვს ტრავმის გამო მიმდინარე სეზონის გამოტოვების საფრთხე ემუქრება.

საბა საზონოვი „ემპოლიში“ იჯარით „ტორინოდან“ სატრანსფერო ბაზრის ბოლო დღეებში ჩავიდა. 2002 წელს დაბადებულმა მცველმა მარჯვენა მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო. გამოკვლევები მაშინვე დაიწყო და გამოვლინდა მუხლის წინა ჯვარედინი იოგების დაზიანება. საზონოვს ოპერაციის გაკეთების დასჭირდება და მინიმუმ ექვსი თვით ვერ ითამაშებს“, – წერს იტალიური გამოცემა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img