21 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

Published:

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.

კომპანიის ცნობით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 სექტემბერს 10:00 საათიდან 10:15 საათამდე და 17:45 საათიდან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: მისაქციელი, ახალუბანი, ნაოზა, ნავაზი, ნავაზარი და მიმდებარე სოფლებში.

მათივე განმარტებით, სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img