გიორგი ქოჩორაშვილით მალიორკა ინტერესდება

Published:

სფერო ნიუსის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების და ესპანური “ლევანტეს” ნახევარმცველით გიორგი ქოჩორაშვილით ესპნაური ლა ლიგის გუნდი “მალიორკა’ არის დაინტერესებული. როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, “მალიორკა” “ლევანტეს” ქართველის შესახებ შეთავაზებას უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

25 წლის ნახევარმცველი “ლევანტეში” 2019 წელს “საბურთალოდან” გადავიდა და მას შემდეგ ამ კლუბის ღირსებას იცავს. 2023 წელს იგი ესპანურ “კასტელონში” იჯარის წესით თამაშობდა.

მიმდინარე სეზონში, ქოჩორაშვილმა “ლევანტეს” მაისურით 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილობა და თავი 1 გოლით და 1 საგოლე პასით გამოიჩინა.

გიორგის საქართველოს ნაკრების მაისურით 14 შეხვედრა აქცს ჩატარებული და მის ანგარიშზე 2 გოლია. მისი სატრანსფერო ღირებულება Transfermarket-ის ინფორმაციით 2.5 მილიონი ევროა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img