დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულ რაიან რუთს აშშ-ს პროკურატურამ ბრალი წაუყენა

Published:

აშშ-ს პროკურატურამ ბრალი წაუყენა რაიან რუთს, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს, – ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

რუთს პრეზიდენტობის კანდიდატის მკვლელობის მცდელობისთვის თუ დამნაშავედ ცნობენ, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

„ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის მცდელობა საზარელი აქტია“, – განაცხადა გენერალურმა პროკურორმა, მერიკ გარლანდმა.

რუთის წინააღმდეგ აღძრულია ბრალდებები: იარაღის ფლობა დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთვის, იარაღის ფლობა ნასამართლევი პირის მიერ, იარაღის ფლობა ამოშლილი სერიული ნომრით, ფედერალური თანამდებობის პირზე თავდასხმა.​​​​​​​​​​​​​​​​

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, ტრამპის საერთაშორისო გოლფის კლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულმა პირმა დატოვა წერილი, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მკვლელობის შესახებ წერდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img