პრეზიდენტი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს

Published:

გუშინ გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მმართველი პარტია არა პროდუსული, არამედ რუსულია. 

” დღითიდღე, უფრო და უფრო ცხადი ხდება ქართული ოცნების პრორუსულობა, ეს უკვე პრო აღარ არის, ეს რუსულობაა – დათმობა მათი მხრიდან ყველაფრის, რაც მთავარია ამ ქვეყანაში. მათი კამპანია არ არსებობს, შეეძლება ითქვას, რომ უკვე ამ წლის დასაწყისიდან არაფერი გაკეთებულა, აქა-იქ ფულის დარიგების გარდა. არაფერი არ გაკეთებულა ხმების მოსაპოვებლად – რასაც წინასაარჩევნო კამპანია ჰქვია.

კამპანია არის მხოლოდ ერთი – შიში, მუქარა, რევანშის დაპირება – დაჭერები იქნებაო . არავის არაფერს ჰპირდებიან, პირიქით იქ, სადაც უცებ ჩნდება მათ მიუხედავად ერთობა, სიხალისე საზოგადოებაში, რომელიც შეიძლება გამოიყენო, მითუმეტეს როცა ხარ ხელისუფლება, და ეს ნორმალურმა პარტიებმა იციან, გამოიყენო სათავისოდ, იმისთვის რომ შექმნა შენთვის სასარგებლო პირობები სათავისოდ – ეს იქნება სტატუსის მიღება, თუ ფეხბურთელების და ოლიმპიელების გამარჯვებები, წარმატებები – ეს ყველაფერი, იმის მაგივრად რომ იყოს გამოყენებული ჩვეულებრივად, როგორც ჩვეულებრივ ქვეყანაში, აქ იქნა გამოყენებული მხოლოდ იმისთვის რომ უფრო დაიშალოს, უფრო გაღრმავდეს დაპირისპირება ქვეყანაში, საზოგადოებაში.

რას ნიშნავს როცა ხელისუფლება წინასაარჩევნოდ დაპირისპირებას აღვივებს, ეს იმას ნიშნავს, რომ თვითონ იცის, რომ ხმებით ვეღარ იგებს არჩევნებს და უნდა კონფრონტაციით აქ მიიყვანოს ქვეყანა. ამიტომ გვეუბნებიან, რომ გარედან უნდათ რევოლუცია, შიგნითაც “გვინდა”, აქ ყველას, ჩვენც – ეს არის თემა იმისთვის რომ მიგვიყვანონ იქამდე, რომ ძალის გამოყენება მათი მხედველობაში იქნება ლეგიტიმური – თუმცა მას ვერ გამოიყენებენ ამაში დარწმუნებული ვარ.”– განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობას არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უნდა აირჩიონ “დამოუკიდებლობა”, “წინსვლა და ევროპა”.  

“დღეს საქართველო დგას გამოწვევის წინაშე. ვიცი, რომ ეს პარტიები, რომლებიც დგანან თქვენს წინაშე, უკვე არიან მზად იმისთვის, რომ დადგნენ ერთად – რომ გადავარჩინოთ ქვეყანა. ეს გადარჩენა თქვენგან მოითხოვს სრულ მობილიზაციას, რომ ყველა წავიდეს არჩევნებზე. აქ იმის ლაპარაკი, რომ ის არ მომწონს, ეს არ მომწონს, იმისგან ეს მახსოვს – შენ რა გახსოვს, არ არის საინტერესო, საინტერესოა შენი შვილები რას დაიმახსოვრებენ 26 ოქტომბრიდან, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ 26 ოქტომბრის მერე, თუ ჩვენ იქ არ ვიდექით, სადაც უნდა ვიდგეთ. ჩვენ უნდა წავიდეთ არჩევნებზე.

დღევანდელი არჩევნები არ არის ვის ირჩევ, ის არის რას ვირჩევ – ქვეყანას, დამოუკიდებლობას, მომავალს, წარმატებას, წინსვლას, ევროპას თუ ვირჩევ უკუსვლას, და ძველ სისტემას, რომელსაც კარგად ვიცნობ, რომელსაც ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20 პროცენტი და ვხედავთ რა ფორმით აქვს ოკუპირებული. ეს მომავალი თუ გინდათ რომ დაუტოვოთ შვილებს – ეს არჩევანი არ არის ჩემი, არ არის ჩვენი, არ არის იმ პარტიების, რომლებიც ხელს აწერენ ქარტიას”, – თქვა ზურაბიშვილმა ბრიფინგზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img