დვალიშვილი – რუსეთი ჩვენი მტერია და როდესაც რუსთან ვჩხუბობ განსაკუთრებული მოტივაცია მაქვს

Published:

UFC–ს ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი Fight back-ის პოდკასტს ესტუმრა და ყოფილ მეტოქეზე, სამშობლოზე და ასევე, საქართველო რუსეთს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა.

“საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა. ჩემს სამშობლოში ძირითადი რელიგია ქრისტიანობაა, მაგრამ მუსლიმებიც გვყავს, ებრალებიც და სხვა რჯულის ხალხი. ყველა ერთად ცხოვრობს და ერთმანეთში არ ჩხუბობენ.

სოფელში დავიბადე და გავიზარდე. როცა დავიბადე, სწორედ მაშინ დაიწყო ომიც. 9 წლის ვიყავი, როცა საცხოვრებლად დედაქალაქში გადავედით. ჩემს ოჯახს ფული არასდროს ჰქონდა, მაგრამ მამაჩემი შრომობდა და შემოსავალს სწორი გზით შოულობდა.”

კითხვაზე, რამდენად ცნობილია დვალიშვილი საქართველოში, მერაბს გაეცინა: “დღეს უკვე 80 წლის ბებოებმაც კი იციან, ვინ ვარ და რა არის UFC. ჩვენთვის ეს დიდი ამბავია. ჩემპიონობამდეც კი, როდესაც UFC-ში ბრძოლას ვატარებდი, ტელევიზიაც, გაზეთებიც, ყველა ყველაფერს აშუქებდა: ქართველი ამერიკაში, UFC-ში იბრძვისო. აბსოლუტურად ყველამ იცის, ვინ ვარ. 3-4 წლის წინ საქართველოში ვიყავი ჩასული, სასტუმროში ვრჩებოდი. და დამლაგებელმაც კი მიცნო, არადა ასაკიანი ქალბატონი იყო. გასაგებია, რომ ახალგაზრდები მცნობდნენ, მაგრამ მაშინ გავიაზრე, რომ მართლაც ცნობილი ვიყავი. გიჟური შეგრძნება იყო.”-თქვა მერაბ დვალიშვილმა

პოდკასტში მერაბმა საქართველო რუსეთის ურთიერთობაზეც ისაუბრა და იმასაც გაუსვა ხაზი, რომე რუსეთი ოკუპანტია.

რუსეთი დიდი ქვეყანაა, რომელსაც ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს. შესაბამისად, ისინი ჩემი მტრები არიან. როდესაც რუსები ჩვენთან ჩამოდიან, ჩვენ მათ კარგად ვხვდებით, მოსწონთ ჩვენი სამზარეულოც, სტუმართმოყვარეობა. მაგრამ, ამავდროულად, ქალაქებს გვიბომბავენ და ხალხს გვიკლავენ. ჩვენ კი პატარა ქვეყანა ვართ, ყველასთან მეგობრობა გვინდა… უბრალოდ კარგი ტერიტორია გვაქვს.”

1991-ში აფხაზეთი წაგვართვეს. 2008-ში კი, ოსეთი. უამრავმა ადამიანმა სახლი დაკარგა. ბევრი დაიღუპა დაბომბვის დროს. არც ისე დიდი ხნის წინ იყო, მაგრამ ბევრმა ამ ომის შესახებ არც იცის, რადგან ცოტა ხანი გაგრძელდა. ჩემი უფროსი ძმები ჯარს შეუერთდნენ. მადლობა ღმერთს, მათ არაფერი მოუვიდათ. მაგრამ მყავს ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები, ვინც დაიღუპა. აქედან გამომდინარე, რუსეთის მთავრობა ჩვენი მტერია. და როდესაც გიწევს ბრძოლა ვინმესთან, ვინც ამ მტერს წარმოადგენს, განსაკუთრებით გინდა, რომ მოიგო.” – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა

შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ივენთზე შონ ომალი დაამარცხა და ილია თოფურიას შემდეგ მეორე ქართველი ჩემპიონი გახდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img