გიორგი მიქაუტაძის „ლიონმა“ ევროპის ლიგაზე „ოლიმპიაკოსი“ დაამარცხა 

Published:

გიორგი მიქაუტაძემ „ლიონში“ ევროპის ლიგის ახალი სეზონი პირეოსის „ოლიმპიაკოსთან“ მატჩით დაიწყო და ბერძნული გუნდი 2:0 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი „ლიონის“ მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ამჯერადაც არ დააყენა და მოედანზე მხოლოდ 74-ე წუთზე შეიყვანა.

ფრანგებმა თამაში აქტიურად დაიწყეს, „ოლიმპიაკოსს“ კი შეტევების განვითარება უჭირდა. შესვენების შემდეგ „ლიონის“ უპირატესობა კიდევ უფრო გამოიკვეთა და არაერთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ ფრანგები მათ რეალიზებას ვერ ახერხებდნენ.

ნავსი 65-ე წუთზე გატყდა. ის, რაც კარგი პოზიციიდან სხვებმა ვერ მოახერხეს, რაიან ჩერქიმ მახვილი კუთხიდან დარტყმით შეძლო და ანგარიში ეფექტური გოლით გახსნა. ექვს წუთში საიდ ბენრაჰმამ ფრანგების უპირატესობა ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

„ლიონმა“ უპირატესობა შეინარჩუნა და ევროპის ლიგის გათამაშება გამარჯვებით დაიწყო. მეორე ტურის მატჩს ფრანგული კლუბი 3 ოქტომბერს გამართავს – გიორგი მიქაუტაძის გუნდი გლაზგოში „რეინჯერსს“ დაუპირისპირდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img