ტრამპი ზელენსკისთან შეხვედრას აპირებს

Published:

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი, 2024 წლის ნოემბრის არჩევნებში რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი, დღეს, 27 სექტემბერს, აპირებს უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრას. ტრამპმა 26 სექტემბერს, საღამოს, ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზელენსკის დილით შეხვდება თავის ცათამბჯენ Trump Tower-ში.

„ამერიკის ხმის“ უკრაინული სამსახურის ჟურნალისტ იულია იარმოლენკოს ინფორმაციით, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტი ერთი დღით გააგრძელა, თუმცა უკრაინის დელეგაციას ჯერჯერობით არ დაუდასტურებია, რომ ზელენსკი ტრამპს შეხვდება.

ამ კვირაში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობის მიზნით, აშშ-ში უკრაინის პრეზიდენტის გამგზავრების წინ გავრცელებული ცნობებით, ზელენსკი შეხვდებოდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელიც დემოკრატების პრეზიდენტობის კანდიდატია და რესპუბლიკელების კანდიდატ დონალდ ტრამპს. 26 სექტემბრამდე ტრამპის მხრიდან საჯაროდ დადასტურებული არ იყო, რომ ზელენსკისთან შეხვედრა დაგეგმილია.

ბოლო დღეებში, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ მიტინგებზე ტრამპმა ზელენსკი გააკრიტიკა, რომ მაშინაც კი, როცა უკრაინის ქალაქები განადგურებულია, უარს ამბობს შეთანხმების მიღწევაზე და „დედამიწაზე უდიდესი გამყიდველია“, რადგან აშშ-ში ყოველი ჩასვლის შემდეგ თან მიაქვს მილიარდობით დოლარი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img