გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება

Published:

გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით თბილისში მსოფლიო ტურიზმის დღე აღინიშნება. წელს თემა “ტურიზმი და მშვიდობაა”. ღონისძიების ფარგლებში იმართება პანელური დისკუსიები, სპიკერები მსჯელობენ ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციებზე, ეწყობა პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები. ოფიციალური ინფორმაციით , სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის საქართველოში 40-ზე მეტი ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, განხილვის მთავარი თემა ქვეყნებში მშვიდობის შენარჩუნება და ტურიზმის განვითარებისთვის, მისი მნიშვნელობაა.

“განხილვის ერთ-ერთი საგანი სწორედ იმაში მდგომარეობს, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მშვიდობის შენარჩუნებას განვითარებისთვის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მივულოცო,როგორც ეკონომიკის სამინისტროს, ასევე ტურიზმის სფეროს მესვეურებს, რომ ტურიზმის მსოფლიო დღის ჩატარების ადგილად შერჩეული იყო საქართველო, ვინაიდან ეს არის იმის ერთ-ერთი ნათელი დასტური, რომ საქართველოს ტურიზმის მიმართულებით დგამს წარმატებულ ნაბიჯებს”, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრის, აჰმედ ალ ხათიბის განცხადებით, საქართველოში არის აღმოსავლური და დასავლური კულტურის ნაზავი.

“ჩვენ გლობალური ტურიზმის მდგრადობის ცენტრი დავაარსეთ, რომელიც დაფინანსებულია სახელმწიფო ბიუჯეტიდან. გარკვეული პოლიტიკის განხორციელების შედეგად განვსაზღვრეთ საბაზისო წერტილი. მშვიდობა არის საფუძველთა საფუძველი მოგზაურებისთვის და ჩვენ გვინდა, რომ მშვიდობიანი სამყარო და მსოფლიო არსებობდეს. როდესაც ტურისტები საქართველოში ჩამოდიან, ელოდებიან, რომ დასავლურ კულტურას შეხვდებიან. არადა აქ არის ნაზავი აღმოსავლური და დასავლური კულტურის. მათ შორის არაბულის. მადლობა მინდა გადაგიხადოთ მიღებისთვის, ამ ულამაზეს დედაქალაქში, თბილისში, იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ მუშაობას. გისურვებთ, რომ მეტი ტურისტი გყავდეთ ქვეყანაში”, – განაცხადა აჰმედ ალ ხათიბმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img