ტიკ ტოკზე პოპულარული თელაველი მარი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა, ალაზნის გამზირზე მოხდა, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა, ამის შესახებ ადგილობრივები ავრცელებენ ინფორმაციას.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა ის უკვე გარდაცვლილი იყო. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ადგილზე სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. დაწყებულია გამოძიება.