დვალიშვილი – ნამდვილად არ ველოდი, მადლობა ამ საჩუქრისთვის

Published:

UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს მთავრობას ფულადი საჩუქრისთვის მადლობას უხდის.

მისი განმარტებით, ამ საჩუქარს არ ელოდა და თანხას სრულად ქველმოქმედებას მოახმარს.

“რაც შეეხება ამ საჩუქარს, ნამდვილად არ ველოდებოდი. რა თქმა უნდა, მადლობა ამ საჩუქრისთვის და ამ თანხას სრულიად მოვახმარ ქველმოქმედებას, ქართული სპორტის და MMA-ს განვითარებას საქართველოში”, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილს, მიღწეული წარმატებისთვის, თითოეულს ერთ მილიონ ლარს გადასცემს. ამის შესახებ დადგენილებას პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს ხელს, რომლის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img