შუქრუთელებს პარლამენტის ტერიტორიიდან ლეიბების გასატანად პოლიციამ ვადა დღის ბოლომდე მისცა

Published:

11 სექტემბერს სოფელ შუქრუთის მოსახლეობის ნაწილი თბილისში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მოსაწყობად ჩამოვიდა.

ისინი კომპანია “ჯეორჯიან მანგანეზის” წარმოებულ სამუშაოებს აპროტესტებენ, რის შედეგადაც, მათი თქმით, სოფელში დაზიანდა სახლები, მიწის ნაკვეთები, ხეხილის ბაღები, საფლავები და ეკლესია.

მოსახლეობა ადეკვატურ კომპენსაციასა და მანგანუმის მოპოვებითი სამუშაოების შეჩერებას მოითხოვს.

შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ხუთმა შუქრუთელმა პირი ამოიკერა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ისინი უკვე 20 დღეა ღია ცის ქვეშ ათევენ ღამეს. მათ პოლიციამ კარვის გაშლის უფლება არ მისცა.

შუქრუთელების თქმით, დღეს, 30 სექტემბერს პოლიციამ მათ დღის ბოლომდე ლეიბების გატანაც მოსთხოვა.

“კანცელარიასთან ავედით, პრემიერ-მინისტრის სახელზე გვქონდა წერილი შეტანილი და გვაინტერესებდა პასუხი რომ მიგვეღო. ჩამომსხდრები ვიყავით ისე, რომ ხელს არც მოძრაობას ვუშლიდით და არც არაფერს. ქალები ხელით გამოიყვანეს იქიდან, ამ მოშიმშილე ბიჭებს ხელს კრავდნენ, დაგალეწავთ თავ-პირს და იყო ერთი ამბავი. რაციაში გადმოსცეს, რომ ორი ქალი და ორი კაცი არისო, ჩამოვედით, წამოგვყვნენ და გვითხრეს აი ეს ლეიბები უნდა გაიტანოთ საღამომდეო.
რამდენი დღეა წერილი შეტანილია, ეს ბიჭები მაგის გარკვევამდე გაძლებენ? 30-ე დღეა შიმშილობის, მარტო წყალზე არიან, წვენსაც აღარ სვამენ”, – ამბობს პუბლიკასთან საუბრისას ერთ-ერთი შუქრუთელი მოშიმშილე ქალი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img