საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში წამყვანი ქვეყნების ათეულს ხურავს – AAWE-ის რეიტინგი

Published:

საქართველო ჩინეთის ღვინის იმპორტში, ღირებულების თვალსაზრისით, ტოპ 10-ეულ ქვეყნებს შორისაა და ამ ათეულს ხურავს. ამის შესახებ ამერიკის ღვინის ეკონომისტთა ასოციაციის (American Association of Wine Economists-AAWE) ანგარიშში წერია, რაც მის facebook-გვერდზე ვრცელდება.

კერძოდ, 2023 წელს ჩინეთმა საქართველოდან 11.69 მლნ დოლარის ღვინის იმპორტი განახორციელა, რაც, წინა წელთან შედარებით, 3.33 მლნ დოლარით, ანუ 22,2%-ით ნაკლებია. 2022 წელს ჩინეთში 15.02 მლნ დოლარის ქართული ღვინო შევიდა.

ჩინეთის ღვინის იმპორტში საქართველო ისეთ ქვეყნებს უსწრებს, როგორიც არის პორტუგალია (მე-11), კანადა (მე-12), მოლდოვა (მე-13) და ავსტრალია (მე-14). რუსეთი მე-18, ხოლო საბერძნეთი 25-ე ადგილზეა.

რაც შეეხება ათეულის ლიდერს, ჩინეთს ყველაზე მეტი ღვინო საფრანგეთიდან შეაქვს, თუმცა წლიური თვალსაზრისით, კლება აქაც დაფიქსირდა. კერძოდ, 2023 წელს ქვეყანაში 559.72 მლნ დოლარის ღვინო შევიდა, მაშინ, როცა 2022 წელს იმპორტის ოდენობა 661.99 მლნ დოლარს შეადგენდა. ფრანგული ღვინის იმპორტი ჩინეთში ერთ წელიწადში 102.27 მლნ დოლარით, ანუ 15,4%-ით დაეცა.

მეორე ადგილზე ჩილეა, საიდანაც იმპორტმა 224.10 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის 326.78 მლნ დოლართან შედარებით, 102.68 მლნ დოლარით, ანუ 31,4%-ით ნაკლებია.

მესამე ადგილზე იტალიაა, საიდანაც ღვინის იმპორტი ერთ წელიწადში 13,6%-ით დაეცა. 2023 წელს ჩინეთში 117.22 მლნ დოლარის იტალიური ღვინო შევიდა, რაც, 2022 წლის 135.65 მლნ დოლართან შედარებით, 18.43 მლნ დოლარით ნაკლებია.

ჩინეთში ღვინის იმპორტიორი ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ეული ასეთია:

  • საფრანგეთი – 559.72 მლნ დოლარი (-15,4%)
  • ჩილე – 224.10 მლნ (-31,4%)
  • იტალია 117.22 მლნ (-13,6%)
  • ესპანეთი – 66.99 მლნ (-34,5%)
  • აშშ – 51.07 მლნ (+5,4%)
  • ახალი ზელანდია – 28.69 მლნ (-3,2%)
  • გერმანია – 24.44 მლნ (-6,1%)
  • სამხრეთ აფრიკა – 21,41მლნ (+4.9%)
  • არგენტინა – 17.04 მლნ (-18,3%)
  • საქართველო – 11.69 მლნ (-22,2%)

ჩინეთში ღვინის იმპორტი ყველაზე მეტად, ანუ 51,3%-ით მონტენეგროდან დაეცა, ხოლო ყველაზე მეტად, ანუ 127,3%-ით შვეიცარიიდან მოიმატა. მთლიანობაში, ღვინის მსოფლიო იმპორტი ჩინეთში ერთ წელიწადში 19,1%-ით შემცირდა. კერძოდ, თუ 2022 წელს გლობალურმა იმპორტმა, თითქმის, 1.435 მლრდ დოლარი შეადგინა, 2023 წელს, თითქმის, 275 მლნ დოლარით ნაკლები, ანუ 1.160 მლრდ დოლარის ოდენობა დაფიქსირდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img