განათლების მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა

Published:

პრემიერის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა.

წულაძეს აქამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის პოზიცია ეკავა, 2023 წელს კი ყოფილი მინისტრის, გიორგი ამილახვრის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

ამასთან ერთად, 2019 წლის 12 დეკემბრიდან ალექსანდრე წულაძე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ იყო არჩეული, მან თანამდებობა 2023 წელს დატოვა.

მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახლად დანიშნულმა მინისტრმა, ალექსანდრე წულაძემ ამ თანამდებობაზე წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ის დაწყებული რეფორმების გაგრძელებას გეგმავს.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და მთელს გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა ვიყო თქვენი გუნდის წევრი და თანამებრძოლი. ასევე, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო გიორგი ამილახვარს, მისი საქმიანობისთვის, ყველა იმ რეფორმისთვის, რომელსაც მან ხელი მოკიდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ წარმატებით გავაგრძელებთ ამ რეფორმების განხორციელებას. მოგეხსენებათ, განათლება ქმნის ქვეყნის მომავალს და მჯერა, ჩვენი თავდადებით, შრომით და პასუხისმგებლობით და ასევე სწორი სვლით შევძლებთ უზრუნველვყოთ საქართველოს უკეთესი მომავალი“, – განაცხადა ალექსანდრე წულაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე დაინიშნა. აღნიშნულ პოსტზე ის საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე წარადგინა. წულაძე ამ დრომდე ამავე უწყებაში, მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. განათლების მინისტრის თანამდებობაზე წულაძე გიორგი ამილახვარს შეცვლის. გიორგი ამილახვარი თანამდებობიდან 28 სექტემბერს გადადგა. ის აღნიშნულ პოსტს 2023 წლის 20 მარტიდან იკავებდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img