მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეკითხვას უპასუხა. პრემიერის თქმით, 1 ოქტომბერს დაგეგმილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციის გადადების მიზეზი კოვიდი გახდა.
„კოვიდი დამიდასტურდა, ბოლოს გუშინ გავიტესტე და შესაბამისად, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი და შემიძლია დღეიდან… კოვიდი მქონდა, გარეთ ვერ გამოვდიოდი“, – თქვა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია 8 ან 9 ოქტომბერს გაიმართება.