„პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბენზინი 18%-ით გაუიაფდა – რა ღირს საწვავი გასამართ სადგურებზე

Published:

„პლატსის“ მიხედვით, საქართველოს ბოლო 4 თვეში ბენზინი 18%-ით, ხოლო დიზელი თითქმის, 11%-ით გაუიაფდა. უფრო კონკრეტულად, თუ მაისში „პლატსის“ ფასი ტონა ბენზინზე 849.52 დოლარი იყო, სექტემბერში 695.05 დოლარი გახდა. რაც შეეხება ევრო დიზელს, მაისში 743.55 დოლარს შეადგენდა, აგვისტოში კი 663.71 დოლარამდე შემცირდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ „პლატსის“ მიხედვით, საწვავის ფასი ბოლო 4 თვის განმავლობაში შემცირების ტენდენციით ხასიათდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ნავთობიმპორტიორები საწვავს სწორედ „პლატსის“ ფასების მიხედვით ყიდულობენ და ადგილობრივ ბაზარზე ბანზინისა და დიზელის ღირებულების ფორმირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი აქვს, ბრენდულ ავტოსაგასამართ სადგურებზე ძირითადად, 4-7 თეთრიანი კლება ფიქსირდება (1-დან მაქსიმუმ 3%-მდე).

რაც შეეხება სხვა სახის ტრანსპორტით გადაზიდვებს, სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, საავტომობილო გადაზიდვები თითქმის 540%-ით, ხოლო საჰაერო 79%-ით გაიზარდა. კერძოდ, 2024 წლის 8 თვეში ქვეყნებს შორის თვითმფრინავით 55.247 მლნ აშშ დოლარის საქონელი გადაიზიდა, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 30.882 მლნ აშშ დოლარის. ამასთან, წელს საანგარიშო პერიოდში ქვეყნებს შორის საავტომობილო გადაზიდვებმა 21.036 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, წინა წლის 8 თვეში – 3.293 მლნ აშშ დოლარი.

სტატისტიკის მიხედვით, წელს იანვარ-აგვისტოში 1.278 მლრდ აშშ დოლარის ტვირთბრუნვაში, 92.361 მლნ აშშ დოლარი საქართველოდან აშშ-ში ექსპორტზე მოდის, ხოლო 1.186 მლრდ აშშ დოლარი აშშ-დან იმპორტზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img