უეფა-ს ახალგაზრდულ ლიგაზე „დინამო თბილისი“ „ბუდუჩნოსტთან“ დამარცხდა 

Published:

თბილისში გამართული პირველი შეხვედრა „დინამომ“ ბოლო წამებზე გატანილი გოლის წყალობით 3:2 მოიგო, მაგრამ საბოლოოდ მიზანს ვერ მიაღწია. პოდგორიცაში ჩატარებული მატჩის გმირი ანდრეი კოსტიჩი გახდა.

„ბუდუჩნოსტის“ თავდამსხმელმა ანგარიში მე-2 წუთზე გახსნა, 4 წუთში კი მან მასპინძლების უპირატესობა ორამდე გაზარდა. მე-17 წუთზე „დინამომ“ პენალტის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ვახტანგ სალიამ გამოიყენა და ტაიმი 2:1 დასრულდა.

თამაშის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა 83-ე წუთზე მომხდარმა ფაქტმა. „დინამო თბილისის“ მოთამაშემ, გიორგი მეფარიშვილმა კოსტიჩთან უხეშობისთვის მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნიდან გააძევეს. ამით მასპინძლებმა მალევე ისარგებლეს.

ანდრეი კამაიმ კოსტიჩის გადაცემით „ბუდუჩნოსტი“ დააწინაურა, ხოლო 90+5-ე წუთზე თბილისელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კოსტიჩმა ზუსტად შეასრულა და გუნდი ახალგაზრდული ლიგის მეორე ეტაპზე გაიყვანა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img