უკრაინის არაერთ ოლქში 5 საათიანი საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული – დაიბობმა ხარკოვი, დაშავდა 10 ადამიანი

Published:

უკრაინის არაერთ ოლქში ღამით ხუთ საათიანი საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული.
რუსეთის სამხედრო ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს კიევსა და კიევის ოლქსაც.

წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი და ნგრევა არ არის. კიდევ ერთხელ დაიბომბა ხარკოვი. დაშავდა სულ მცირე 10 ადამიანი.

ვრცელდება ინფორმრაცია, რომ გამოყენებული იყო მართვადი საავიაციო ბომბები. ერთ-ერთი მათგანი 5-სართულიან სახლს მოხვდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ დანგრეული კორპუსის ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ მოყოლილი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img