ბექა ჯაიანს, ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, ფსიქიატრიული ექპერტიზა დაუნიშნეს.
ჯაიანის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მოთავსების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. მოსამართლის განჩინების შემდეგ ბრალდებულს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში მოათავსებენ.
აღნიშნული ექსპერტიზით უნდა დადგინდეს მკვლელობის ჩადენის მომენტში ბრალდებული იმყოფებოდა თუ არა შერაცხად მდგომარეობაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობილია, რომ 37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.