სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა: განაცხადში ერთი დებიუტანტია

Published:

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის 24-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. გაფართოებულ განაცხადში ერთი დებიუტანტია, ბოსნიური “სარაევოს” 23 წლის თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი.

გულიაშვილს მიმდინარე სეზონში 8 მატჩში, 8 გოლი აქვს გატანილი და იგი ბოსნია-ჰერცოგოვინას ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია.

“ჯვაროსნები” მომდევნო შეხვედრებს 11 და 14 ოქტომბერს უკრაინისა და ალბანეთის ნაკრები გუნდების წინააღმდეგ გამართავს. უკრაინას 11 ნოემბერს პოზნანში, 14 ოქტომბერს კი, ალბანეთს “მიხეილ მესხის” სახელობის სტადიონზე დავუპირისპირდებით.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img