შეიქმნა საიტი, სადაც ამომრჩეველი საერთო ინტერესების მქონე პარტიას იპოვის

Published:

ევროკავშირის, აშშ-ისა და გერმანული ფონდების მხარდაჭერით, შეიქმნა ვებ-გვერდი „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024“, სადაც ამომრჩეველი შეძლებს შეამოწმოს რომელი პარტიის ხედვები ემთხვევა თავისას.

პლატფორმის პრეზენტაციას დღეს საერთაშორისო რესპუბლიკის ინსტიტუტის დირექტორი ჯონ დიპირო და ევროკავშირის, აშშ-ის და გერმანიის ელჩები დაესწრნენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „საარჩევნო კომპასი“ არის უპარტიო ელექტრონული საშუალება, რომელიც მოიცავს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე ყველა ძირითად პოლიტიკურ პარტიას და მომხმარებელს აწვდის ინფორმაციას მათ პოზიციებზე.

აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა ახსენა, რომ არჩევნებში ყველაზე მნიშვნელოვანი ამომრჩეველია, შესაბჰამისად მათ უნდა გამოიყენონ ეს საიტი, ვინაიდან იცოდნენ, თუ ვის აძლევენ ხმას.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია ბმულზე geocompass.ge

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img