სკოლებში, უნივერსიტეტსა და ბაღებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ ცრუ ზარები განხორციელდა

Published:

სკოლებში, უნივერსიტეტსა და ბაღებში ასაფეთქებელი ნივთიერებების შესახებ ცრუ ზარები განხორციელდა.

შესაბამისმა სამსახურებმა გაატარეს ღონისძიებები. თანამშრომლებისა და მოსწავლეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია.

სასწავლო პროცესი ღონისძიების დასრულების შემდეგ განახლდება.

ცნობისთვის, დილით თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

“ბავშვმა დამირეკა, სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდაო. 41-ე სკოლაში შეტყობინება შევიდა ბომბის შესახებ. მშვიდობაა ქვეყანაში”, – წერს მარი კორკოტაძე.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ ევაკუაცია ყაზბეგის ქუჩაზე, ევროპულ სკოლაშიც გამოცხადდა. 

მობილიზებული იყო პოლიცია. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img