ხვიჩა კვარაცხელია: მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე

Published:

მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ (FIFA) საქართველოს ნაკრების და “ნაპოლის” ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა. ქართველმა ფეხბურთელმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა და მათ შორის აღნიშნა ისიც, რომ მისი მთავარი ოცნება საქართველოს ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშია.

ხვიჩა დამიანეზე

“ერთ დღეს იღვიძებ და უკვე მამა ხარ, დიდი პასუხისმგებლობაა. ჩემი შვილის დაბადებამ საოცარი ემოცია მაჩუქა. ყოველი დღე ბედნიერი ვიღვიძებ და იმედია ამ სიხარულს ყველა ადამიანი გამოცდის.

“მინდა ჩემს შვილს ვასწავლო, როგორ უნდა იყო ძლიერი, რადგან ცხოვრება სირთულეებითაა სავსე და ყოველთვის, როცა პრობლემას გადააწყდები, უნდა იპოვო შენში ძალა, რომ აწიო თავი და გადალახო ყველა დაბრკოლება.”

განსაკუთრებით ემოციური გამოდგა ხვიჩას პასუხი კითხვაზე, თუ რას ნიშნავს მისთვის ქართველობა?1

“მსურს, რაღაც განსაკუთრებული გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის.მჯერა, რომ რომ ჩემი ამჟამინდელი საქმით ვეხმარები საქართველოს. მადლობა ღმერთს, რომ საქართველოში დავიბადე და ამ ისტორიული ქვეყნის შვილი ვარ. |-თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 36 შეხვედრა აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 17 გოლია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img