პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ მიღებულ რეზოლუციას მმართველი პარტიისთვის ჩალის ფასი აქვს და ევროპარლამენტი გლობალური ომის პარტიაში დაადანშაულა.
“ეს არის მორიგი, მეოთხე რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. აქ იკითხება იმ ძალების ხელი, რომელსაც ჩვენ გლობალურ ომის პარტიას ვუწოდებთ. აშკარაა, რომ კონკრეტული ძალები ვერ ეგუებიან, რომ ქვეყანაში არ შედგა მეორე ფრონტი, არ შედგა ომი და ეს არის ერთგვარი ბოლო გაბრძოლება ამ ძალებისთვის იმისთვის, რომ ასეთი სცენარის განვითარება მოახერხონ. ისინი იმედს ამყარებენ საპარლამენტო არჩევნებზე და ამისთვის შედგა ევროპარლამენტში ეს დისკუსია და ამისთვის მიიღეს ეს რეზოლუცია, მაგრამ ამ ძალების ეს მცდელობა წარუმატებლობისთვის განწირულია”.