“სფერო ჰოლდინგი” ბიზნეს კამპანიასა და გაფართოებას მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად განაგრძობს. იტალიასთან წარმატებით დასრულებული მოლაპარაკებების შემდეგ, ჰოლდინგის წარმომადგენლები, დუბაიში ბიზნეს გაერთიანებებს, ფონდებს, საპროექტო და იმ სამშენებლო ტოპ კომპანიებს ხვდებიან, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაერთიანების მიმართულებით არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკაში ოპერირებენ.
სფერო ჰოლდინგი უკვე საერთაშორისო კომპანიაა, საქართველოს ცნობადობის ამაღლებისთვის, მულტიფუნქციური კორპორაცია „სფერო ჰოლდინგის“ თანამედროვე არქიტექტურული პროექტების განხორციელების მექად აღიარებულ დუბაის საქმიან წრეებში დამკვიდრება, უდიდესი გამარჯვებაა. კომპანიის დეველოპერულ პოლიტიკასა და ინოვაციურ პროექტებს უკვე მთელ მსოფლიოში იცნობენ, კომპანიის წარმოამდგენლები კი უახლოეს მომავალში გაერთიანებულ ემირატებში ოფისის გახსნას აანონსებენ.
მულტიფუნქციურმა კორპორაცია “სფერო ჰოლდინგმა” სამშენებლო სექტორში სრულაიდ ახალი სიტყვა თქვა. კომპანია ინოვაციური პროექტებით საზოგადოებას დღითიდღე აოცებს, მულტიფუნქციური კორპორაცია, საქართველოს ფარგლებს გასცდა და ევროპაში საქმიანობის არეალი გააფართოვა, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია, სფერო ჰოლდინგის წარმატება კი ქვეყნის წინსვლის საწინდარია!