სამეგრელოში ჩეხ ტურისტს ეძებენ

Published:

სამეგრელოში, ტობავარჩხილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩეხ ტურისტს სტანისლავ კოსკისს ეძებენ.

ჩეხი ტურისტის შესახებ ინფორმაცია Facebook-ის გვერდ Trekking in the Caucasus-ზე გამოქვეყნდა.

ინფორმაციის თანახმად, ბოლოს სტანისლავ კოსკი 28 სექტემბერს, კირანახორაში მწყემსების კარავთან ნახეს. მას დაგეგმილი ჰქონდა სქურიდან ხაიშში გადასვლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. უწყების თანახმად, მიმდინარეობს აქტიური სამძებრო ღონისძიებები.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img