ინფორმაცია ემიგრანტი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით

Published:

ცესკომ საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების შესახებ მონაცემები დაამუშავა. ამ დროისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების მქონე 95 834 ამომრჩეველია. უწყება ასევე დამატებით საარჩევნო უბნების გახსნას განიხილავს, კერძოდ, საუბარია  დამატებით 7 უბნის გახსნის შესახებ.

კანონმდებლობის თანახმად, საზღვარგარეთ საარჩევნო უბანი იქმნება საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისთვის. სხვა რეგულაციებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით არ ითვალისწინებს. ასევე აღსანიშნავია, რომ სხდომაზე აპირებენ განიხილონ ისრაელში უკვე გახსნილი საარჩევნო უბნის საკითხი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img