საქართველო-ალბანეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩში სტუმრებმა გაიიმარჯვეს

Published:

საქართველო – ალბანეთის საფეხბურთო მატჩი სტუმრების სასარგებლოდ 0:1 დასრულდა.

შეხვედრის პირველი ნახევარი ფრედ 0:0 დასრულდა, მეორე ნახევარში, მატჩის 48-ე წუთზე ალბანელებმა ანგარიში გახსნეს, გოლი საქართველოს ნაკრების კარში კრისტიან ასლანმა გაიტანა.

„ერთა ლიგის“ მეოთხე ტურის მატჩი, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარეობდა.

როგორც ცნობილია, უეფას „ერთა ლიგის“ B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ჩეხეთის, ალბანეთისა და უკრაინის ნაკრებები არიან. ჯგუფში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამ დროისთვის, 6 ქულა აქვს, ისევე როგორც ჩეხეთსა და ალბანეთს. ჯგუფში სამი ქულით რჩება უკრაინა, რომელიც დღეს ჩეხეთის საფეხბურთო ნაკრებს მოგვიანებით დაუპირისპირდება.

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები “ერთა ლიგაზე” მომდევნო მატჩს 16 ნოემბერს უკრაინასთან ჩაატარებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img