პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს ლაშა მიქავას აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საპატიო სიგელი გადაეცა

Published:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრმა, დავით მორგოშიამ საქართველოს პარამკლავჭიდის ეროვნული ნაკრების წევრს, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, ლაშა მიქავას სამინისტროს საპატიო სიგელი და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. – ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს

ლაშა მიქავამ ახლახან მოლდოვაში გამართულ პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი და შესაბამისად, პარამკლავჭიდში მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ტიტული  მოიპოვა.

მინისტრმა ლაშა მიქავას გამარჯვება მიულოცა და მორიგი წარმატებები უსურვა.

აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტრო, სპორტის განვითარებისა და სპორტსმენების ხელშეწყობის მიზნით, კვლავაც არაერთ მსგავს აქტივობას გეგმავს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img