დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა

Published:

თბილისის მერმა, კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად, საბურთალოს რაიონში, კერძოდ, დიდ დიღომში მრავალფუნქციური ცენტრი გაიხსნა. ცენტრი სრულად არის აღჭურვილი და მზად არის მოქალაქეთა მისაღებად, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

„დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ამხელა პროექტი – მრავალფუნქციური სპორტული სივრცე არ განხორციელებულა. ამ მასშტაბის და მოცულობის პროექტი რეგიონშიც პირველია და ძალიან მიხარია, რომ ჩვენს დედაქალაქში, კონკრეტულად, დიდ დიღომში იქნება ეს სივრცე, რომელიც უკვე რამდენიმე დღეში მოემსახურება მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ორი საცურაო აუზი, ორი საკალათბურთო მოედანი, ტანვარჯიშისთვის, კრივისთვის, ჭიდაობისთვის განკუთვნილი დარბაზები, მედიათეკა, კაფე-ბარი, დასასვენებელი სივრცეები, საუნები, მიწისქვეშა პარკინგი. 10 000-მდე ადამიანის მიღება შეეძლება აღნიშნულ ცენტრს ყოველთვიურად“, – განაცხადა კახა კალაძემ.

აქვე, მერმა მიმართა 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს, ისარგებლონ აღნიშნული ცენტრის სერვისებით, ვინაიდან ის ჩართული იქნება პროგრამაში, რომელიც ამ ასაკის ადამიანების უფასო მომსახურებას ითვალისწინებს.

ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის მერიის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები.

მრავალფუნქციურ ცენტრში იფუნქციონირებს დიდი და პატარა აუზები, ფიტნესდარბაზი, მშრალი საუნა, კალათბურთის, ფრენბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს და ტანვარჯიშის წრეები; ასევე შენობაში იქნება მედიათეკა, ხმის ჩამწერი სტუდია, სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი, მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენტრი და კაფე-ბარი. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 17 186 593 ლარს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img