რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გაიხსნა

Published:

რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზა თბილისის მერმა კახა კალაძემ პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძესთან, ერთად გახსნა.

თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველი-მთაწმინდის პარკის მარშრუტზე მგზავრებს 21 ერთეული 8-კაციანი გონდოლა მოემსახურება, რომლებიც მანძილს 4 წუთში დაფარავს. საბაგირო გზა ერთი მიმართულებით საათში 1 200 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს. პროექტის ფარგლებში აშენდა ზედა ამძრავი სადგური და მოეწყო ხუთი საყრდენი ნაგებობა.

შეგახსენებთ, 1990 წლის 1 ივნისს საბაგიროზე მომხდარი ავარიის გამო მთაწმინდის საბაგირო ამ დროის განმავლობაში დახურული იყო. მოცემული საბაგიროს რეაბილიტაცია თბილისის მერიამ 2021 წელს დაიწყო და ახლახან დასრულდა. რეაბილიტირებული საბაგირო გზა სამართავად მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციას გადაეცა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img