თბილისში, ფიროსმანის ქუჩაზე, გვიან ღამით მამაკაცი მოკლეს.
გავრცელებული ინფორმაციით მკვლელობას წინ შელაპარაკევა უძღოდა, კაცს ჯერ მანქანით დაეჯახნენ, რასაც შელაპარაკება და ჩხუბი მოჰყვა, შემდეგ კი, მანქანიდან გადმოსულმა ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ჯერ გაისროლა. ცნობილია, რომ ახალგაზრდა კაცი ადგილზე დაიღუპა.