ფოთში, მე-15 საარჩევნო უბანზე მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, 50 წლამდე მამაკაცი, რომელიც რეგისტრატორის პოზიციას იკავებდა, უეცრად ცუდად გახდა და სასწრაფოს მოსვლამდე გარდაიცვალა.
უბნის თავმჯდომარის, გიორგი ჩხარტიშვილის განცხადებით, რეგისტრატორი უეცრად შეუძლოდ გახდა, მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა ადგილზე მისულ ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.
უწყებების ცნობით, 50 წლამდე მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.