ზუგდიდში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მე-9 საარჩევნო უბანზე მორიგ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი.
როგორც კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა, სალომე მელიამ მედიას განუცხადა, მე-9 უბანთან მის მეუღლესა და ბიძაშვილის “ქართული ოცნების” მხარდამჭერები ფიზიკურად და სიტყვიერად გაუსწორდნენ.
„ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი უბნის გარეთ იდგნენ, მე კი უშუალოდ უბანზე შემოვლას ვაწარმოებდი, პროცესი რომ მენახა. მე-9 უბანი რადგანაც დატვირთულია, ჩემმა დამკვირვებელმა მოსვლა მთხოვა, მოვედი და გარეთ უცებ ჩოჩქოლი ატყდა. ჩემი მეუღლე და ბიძაშვილი დაახლოებით, 25-მა ზონდერმა მოსაკლავად გაიმეტა, ეს იყო საშინელება. ვიხვეწებოდით, რომ პატრული გამოეძახათ და არ გამოიძახეს. მოგვიანებით მოვიდა პოლიცია. დაპირისპირების რეალური მიზეზი არ ვიცი”, – განაცხადა სალომე მელიამ