26 ოქტომბერს, ,,აბუ დაბიში” UFC 308-ზე, ქვემსუბუქი წონის (66 კგ) საჩემპიონო ორთაბრძოლა ილია თოფურიასა (16-0) და მაქს ჰოლოვეის (26-8) შორის გაიმართა.
დაპირისპირებაში გამარჯვება ილია თოფურიამ შესანიშნავი ნოკაუტით მოიპოვა.
მეტოქეებმა ბრძოლის პირველ წუთებში დრო ერთმანეთის დაზვერვას დაუთმეს, ილიამ პირველივე გამამწვავებელ შეტევაში ჭიდაობა შესთავაზა, თუმცა მოწინააღმდეგემ ფეხზე ადგომა მალევე შეძლო და სანახაობრივი რაუნდი გვაჩუქეს. ქართველმა “მატადორმა” მეორე რაუნდში მაქსის ფეხის დაზიანება დაიწყო და ამით გარკვეული უპირატესობის მოპოვება შეძლო. მესამე რაუნდის დასაწყისში ილია თოფურიამ ჰოლოვეის დანოკაუტება მოახერხა და გაიმარჯვა.
ეს ილია თოფურიასთვის მე-16გამარჯვება იყო. ქართველ მებრძოლს არცერთი დამარცხება არ ჰქონია და ამ გამარჯვებით, UFC-ის იტორიაში პირველი ქართული ქამრის დაცვა მოახერხა.
ბრძოლას მრავალი ცნობილი პიროვნება და მათ შორის ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი სერხიო რამოსი დაესწრო, რომელიც „ეტიჰად არენაზე“ პირველ რიგში იჯდა და თავის მეგობარს გულშემატკივრობდა.
რამოსმა ბრძოლის დაწყებამდე სიმბოლურად „ელ მატადორს“ ვარდი აჩუქა, ბრძოლის დასრულების შემდეგ კი სიხარული ვერ დამალა და საჩემპიონო ქამრით მასთან ერთად სურათი გადაიღო. „გილოცავ, ძმაო“, – უთხრა სერხიომ . თოფურიამ მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ რამოსის მხარდაჭერა მისთვის მნიშვნელოვანია და მეგობრობას
ძალიან აფასებს.