შენგელიას 21 ქულა ბაიერნთან და ვირტუსის დასანანი მარცხი ბოლონიაში

Published:

თორნიკე შენგელიას შედეგიანი თამაში და მისი ვირტუსის დასანანი მარცხი ევროლიგაში. იტალიურმა კლუბმა მიუნხენის ბაიერნს ბოლონიაში უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 84:97 დამარცხდა. მატჩის ბედი ბოლო წამებზე, სამწუხაროდ, გერმანული კლუბის სასარგებლოდ გადაწყდა. 

შეხვედრის დასრულებამდე 70 წამით ადრე, შენგელიას ზუსტი საჯარიმოების შემდეგ, ვირტუსი 82:79 ამარცხებდა ბაიერნს, თუმცა ნიკ ვეილერ-ბიბმა სამქულიანით გაათანაბრა, შემდეგ შაბაზ ნაპიერმა შორი სროლით წინ გაიყვანა ბაიერნი – 85:82. დარჩენილ 5 არაერთი ბევრი ტაქტიკური ჯარიმა დაფიქსირდა, საბოლოოდ კი სტუმრებმა მოიგეს.

შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო და 21 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მოაგროვა. თორნიკემ 11-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 3-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 4-ჯერ დაჯარიმდნენ.

ბოლონიელთა რიგებში 18 ქულა ჩააგდო აისაია კორდინიემ, მეტიუ მორგანს 17 ქულა ჰქონდა, აკილე პოლონარას კი – 13. ბაიერნში საუკეთესო კარსენ ედვარდსი იყო 26 ქულით.

ვირტუსს სატურნირო ცხრილში ერთადერთი გამარჯვება აქვს და 18-გუნდიან ევროლიგაში მე-16 ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი უკვე 31 ოქტომბერს სტუმრად ოლიმპია მილანოსთან ჩაატარებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img