სადამკვირვებლო კოალიცია “ჩემი ხმა” რიგი უბნების შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს. მათ შესაბამისი საჩივრები ხმის მიცემის ფარულობის, სხვის ნაცვლად ან განმეორებით ხმის მიცემის შემთხვევების, მარკირების შეუმოწმებლების, ან მის გარეშე ხმის მიცემის, უბნებზე თავდასხმების, დამკვირვებლებისთვის ხელშეშლისა და უბნებზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნაზე შეადგინეს.
საჩივრების საფუძველზე “ჩემი ხმა” ითხოვს გაბათილდეს :
ბათუმში 33 უბანი;
მარნეული- 32
გარდაბანი – 27
ქუთაისი -17
გორი -15
თელავი – 15
ბოლნისი -11
ქობულეთი – 8
ლაგოდეხი- 8
გურჯაანი -8
კასპი -8
ახალციხე – 7
დედოფლისწყარო – 6
მცხეთა – 7
ქარელი- 7
საგარეჯო- 6
სიღნაღი – 5
ზუგდიდი – 4
ხაშური – 4,
სენაკი – 3
ყვარელი -2
ახმეტა -2
ბორჯომი-2
წალკა2-
ადიგენი – 2
დუშეთი – 2
ხობი – 1
ახალქალაქი – 1
დმანისი 1
“როგორც არაერთგზის აღვნიშნეთ, არჩევნების დღეს ჩვენი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ იქნა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, სხვის ნაცვლად ხმის მიცემის/განმეორებით ხმის მიცემის, მარკირების შეუმოწმებლობისა და მარკირების გარეშე ხმის მიცემის, უბანზე ფიზიკური და სიტყვიერი თავდასხმის, დაკვირვების განხორციელებაში (განსაკუთრებით ვერიფიკაციის პროცესის დაკვირვებაზე) ხელის შეშლისა და შეუძლებლობის, უბანზე არაუფლებამოსილი აგრესიული პირების ყოფნისა და კომისიის წევრების მხრიდან აგიტაციის ასობით ფაქტი”, – ამბობს კოალიციის წარმომადგენელი, ლონდა თოლორაია.