ვოლოდიმირ ზელენსკი – უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი დოკუმენტი მზადდება

Published:

უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი დოკუმენტი მზადდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზაკარპატიის ოლქის ტერიტორიული თემებისა და რაიონების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას განაცხადა.

„დღეს, უკრაინასა და უნგრეთს შორის ორმხრივი დოკუმენტი მზადდება. მასში ბევრი რამ არის გაუგებრობების მოსაგვარებლად და აწმყოს, მომავლისა და წარსულის გამოწვევებზე პასუხის გასაცემად, რათა უმცირესობების შესახებ საკითხი არ დადგეს. უფრო ზუსტად კი, საკითხი შეიძლება დადგეს, მაგრამ იგი სწრაფად უნდა მოგვარდეს, რათა ჩვენს ქვეყნებს შორის კითხვები არ გაჩნდეს. ამას ძალიან დადებითად ვაფასებთ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების შესახებ საკითხები დოკუმენტის ნაწილი იქნება.

„მინიმუმს, რასაც ჩვენ უნგრეთისგან ვითხოვთ, არის ის, რომ ნატო-ში უკრაინის მიწვევა არ დაბლოკოს. ანუ, არ მოგვცეს ხმა, მხარი არ დაუჭიროს ან არ დაბლოკოს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img